2025/2026 წლების სეზონი მიუნხენის ბაიერნმა გასაოცრად დაიწყო და ბუნდესლიგაში რვიდან რვა შეხვედრა მოიგო, რის ხარჯზეც კლუბი მეორეადგილოსან ლაიფციგს 5 ქულით უსწრებს.
ჩვენ ვკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს თუ რამდენ ქულას აიღებდა ბაიერნი სეზონის ბოლოს ბუნდესლიგაში თუ ასეთი პროგრესიით გააგრძელებდა შიდა ჩემპიონატში თამაშს.
პასუხად 95 ქულა მივიღეთ. სხვათა შორის, ბაიერნის საუკეთესო შედეგი 2012/2013 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა იუპ ჰაინკესის გაწვრთნილმა გუნდმა ბუნდესლიგაში 91 ქულა მოაგროვა.