ლენარტ კარლი 17 წლის ასაკში გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს. ახალგაზრდა ტალანტმა ჯერ ბრიუგეს კარი აიღო მოხდენილი დარტყმით, შემდეგ კი ანალოგიური მიუნხენგლადბახთან გააკეთა.
ცხადია, ასეთი პერფორმანსის შემდეგ კარლს გრანდებისგან გამოხმაურება უნდა მიეღო და ასეც მოხდა, რის შესახებაც CaughtOffside წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით მანჩესტერ სიტი, ლონდონის არსენალი და ჩელსი არიან დაინტერესებული, რომლებიც კარლის განვითარების პროცესს თვალს აქტიურად ადევნებენ.
ზოგან ისიც დაიწერა, რომ კლუბები უკვე სკაუტებსაც კი გზავნიან ბაიერნის თამაშებზე, რათა კარლის თამაში უფრო ღრმად და ადეკვატურად შეისწავლონ.