შალკეს ყოფილი სპორტული დირექტორი, რუვენ შრიოდერი ამბობს, რომ კლუბმა 2022/2023 წლების სეზონში მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანის დანიშვნა სცადა:
"როდესაც ის ანდერლეხტში იყო და ჩვენ ბუნდესლიგაში შალკესთვის მწვრთნელს ვეძებდით, დიდი ცდუნება იყო ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელთან საუბრის. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კომუნიკაცია, რაც კი მწვრთნელთან შეიძლებოდა გქონოდა. ახალგაზრდა, პერსპექტიული მწვრთნელი. საბოლოოდ, ჩვენი მოლაპარაკებები აღარ გავაგრძელეთ, რადგან საკმაოდ სწრაფად გაირკვა, რომ ეს ტრანსფერი ფინანსურად მომგებიანი არ იქნებოდა. უბრალოდ, ის ბიუჯეტში არ ჯდებოდა. იმ დროს მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, ჩვენ კი არ ვიცოდით, კონტრაქტზე შეთანხმებას მივაღწევდით თუ არა", - ამბობს შრიოდერი.
შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანიმ ბაიერნთან ხელშეკრულება სულ ახლახანს 2029 წლამდე გაახანგრძლივა.