ნიკოლას ჯექსონი ბაიერნში გადმოსვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან პროდუქტიულია, ბუნდესლიგაში კი ჯერ საგოლე მოქმედება მითვლილი არ აქვს.
როგორც გახსოვთ, მას სჭირდება, რომ 40-ჯერ დაიწყოს თამაში ძირითადიდან, რათა ბაიერნს გამოსყიდვის ვალდებულება გაუჩნდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ამას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს.
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ბაიერნი სენეგალელი ფორვარდის ჩელსიდან გამოსყიდვას არ აპირებს და მხოლოდ სასწაული თუ შეაცვლევინებს კლუბის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებას.