უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნი კიოლნის ფეხბურთელით, საიდ ელ მალათი ინტერესდება, რომელსაც გუნდი ხვალ, გერმანიის თასზე ეთამაშება.
ვენსან კომპანის პრესკონფერენციაზე სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს:
"თუ კიოლნის კონტრშეტევა საიდის გოლით დასრულდება, რა თქმა უნდა, ამაში ბიჭის დიდი წვლილი იქნება. მას პირველი აჩქარება კარგი აქვს, შემდეგ კი მეორეც იმავე მოძრაობაშია ჩაქსოვილი, რაც ბევრ მცველს აოცებს. ასეთი მაღალი სიჩქარით მოქმედებისას, მას შეუძლია, რომ დასარტყამ პოზიციაში მოხვდეს, რასაც ძალიან კარგად აკეთებს", - ამბობს კომპანი ბაიერნის სამიზნეზე.
კიოლნისა და ბაიერნის შეხვედრა 29 ოქტომბერს, 23:45-ზე შედგება.