გერმანულ მედიაში იწერება, რომ მიუნხენის ბაიერნი ევერტონის ფორვარდითაა დაინტერესებული, რომელიც მაქს ებერლის ძალიან მოსწონს.
საქმე ილიმან ნდიაიეს ეხება, რომელიც ამ სეზონში ევერტონის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. 25 წლის სენეგალელი ევერტონში 10-ნომრიანი მაისურით თამაშობს და შეიძლება ითქვას, რომ შეტევის მთავარი პლეიმეიკერია.
25 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ცხრა შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნდიაიეს ევერტონთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა.