ფლორიან პლეტენბერგი ასახელებს თარიღს თუ როდის გააფორმებს 17 წლის ლენარტ კარლი მიუნხენის ბაიერნთან პირველ პროფესიულ კონტრაქტს.
ჟურნალისტის თქმით, 2026 წლის 22 თებერვალს, როცა კარლი სრულწლოვანი გახდება, ბაიერნთან ხელშეკრულება ავტომატურად გაფორმდება, რომელსაც გამოსასყიდი პუნტქი გააქტიურებული არ ექნება.
კარლის ახლანდელი ხელშეკრულება 2028 წლამდეა გათვლილი, რომელსაც, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელი დაემატება. თავად ლენარტის თქმით, მას ბაიერნიდან წასვლა არ სურს და მხოლოდ რეკორდმაისტერში სურს საკუთარი თავის გამოვლენა.
გარდა ამისა, კარლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც იქნება, რომ გერმანიის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.