Bild-ის ინფორმაციით, არის შანსი, რომ ლეონ გორეცკა, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნთან კონტრაქტი ეწურება, ახალ სეზონში კლუბი დატოვოს და დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდეს.
აღნიშნულის შესახებ ინდიფერენტული არ არის დორტმუნდის სპორტული დირექტორი, ლარს რიკენი, რომელიც გორეცკას წაყვანას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა, როდესაც თავად დორტმუნდის ახალგაზრდული გუნდის კოორდინატორი იყო.
თავის მხრივ, ახლა ბაიერნში ალექსანდრ პავლოვიჩის როლი ძალიან იზრდება, რაც ავტომატურად ამცირებს გორეცკასთვის მიცემულ სათამაშო წუთებს, რაც, ცხადია, ფეხბურთელის გეგმებში არ უნდა შედიოდეს.
ჰოდა, გამოდის, რომ არსებობს შესაბამისი ინტერესი და გუნდში როლური სიტუაციაც, რაც არ გამორიცხავს, რომ ლეონ გორეცკა ახალი სეზონიდან ბაიერნის მტრის ბანაკში აღმოჩნდეს.