რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის თასის 1/16-ფინალი, სადაც კიოლნმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 1:4 დამარცხდა.
მატჩის პირველი გოლი მასპინძლებმა 31-ე წუთზე კუთხურიდან გაიტანეს, რასაც ბაიერნიდან გოლები დიასმა, კეინმა (ორჯერ) და მაიკლ ოლისემ მოაყოლეს.
საბოლოოდ ბაიერნმა იოლი გამარჯვება მოიპოვა და თასის 1/8-ფინალშიც გავიდა, შეფასებით მატჩის საუკეთესო კი ჰარი კეინი გახდა:
ფოტო