Sky-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნისა და ფეინორდის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა ნიდერლანდური კლუბის უკანახაზელის შესახებ.
საქმე 19 წლის გივაირო რიდს ეხება, რომელსაც ფეინორდში მეორე სეზონი აქვს დაწყებული, იქამდე კი ვოლენდამის ახალგაზრდულ გუნდში აქვს ნათამაშები.
როგორც ვკითხულობთ, ფეხბურთელის გარემოცვა აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ ბაიერნის ინტერესი სერიოზულია, ისინი კი ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს გააკეთებენ.
რიდი მარჯვენა მცველია და დიდი შედეგიანობით გამოირჩევა. მაგალითად, შარშანდელი სეზონის ნიდერლანდების ჩემპიონატში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნიდერლანდელი მცველი Transfermarkt-ზე 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.