ალფონსო დევისი, რომელმაც ტრავმა 2025 წლის მარტში მიიღო და მას შემდეგ ვერ თამაშობს, ბაიერნის ხელმძღვანელობასთან ხელფასსთან დაკავშირებით უთანხმოებაშია შესული.
დევისმა კონტრაქტი 1 თებერვალს გაახანგრძლივა, ძველი ხელშეკრულებით კი ტრავმირებული დევისისთვის სრული ხელფასის გადახდა ბაიერნს მხოლოდ 6 კვირა ევალებოდა.
ახლა, ახალი კონტრაქტით და 6 კვირის გასვლის შემდეგ, დევისის გარემოცვა ითხოვს, რომ ბაიერნმა სრული ხელფასის გადახდა გააგრძელოს, თუმცა კლუბი უარზეა.
ამის შესახებ წერა Bild-მა დაიწყო. როგორც ჩანს, ბაიერნში არ აწყობთ, რომ უთამაშებელ ფეხბურთელებში მსუყე ხელფასები იხადონ.