Everton news-ის ინფორმაციით, ამავე კლუბში თვლიან, რომ გუნდს დაცვაში სჭირდება გაძლიერება და კლუბს ერთ-ერთი ვარიანტი ბაიერნში ეგულება.
საქმე საშა ბოეის ეხება, რომელმაც ბაიერნში ფეხი ვერაფრით მოიკიდა, სათამაშო წუთების გაზრდა კი მის გეგმებში ნამდვილად უნდა შედიოდეს.
შესაბამისად, შესაძლოა ევერტონმა აღნიშნული სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და ბაიერნს წინადადება ზამთარშივე გაუგზავნოს, რომელსაც კლუბი აუცილებლად განიხილავს.
დამატებით ისიც უნდა ითქვას, რომ ბაიერნს ისედაც სურს განაპირა მცველის დამატება, ბოეის ტრანსფერში აღებული ფული კი, შესაძლოა ახალი ფეხბურთეის დამატებას მოხმარდეს.