მიუხედავად იმისა, რომ გადახდილი ფასის გამო ლუის დიასის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იყო ბაიერნის გულშემატკივრებში, გოლების თვალსაზრისით, კოლუმბიელმა კარგად დაიწყო.
თუმცა, მაინც არის ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლის პირველ პოზიციაზე ყოფნა დიასის გეგმებში საერთოდ არ შედიოდა.
საქმე საგოლე შანსების განიავებას ეხება. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ლუის დიასმა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი გააფუჭა, კერძოდ 14.
28 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.