მიუნხენის ბაიერნი ფანტასტიკურ ფორმაშია. ვენსან კომპანის გუნდმა სულ ცოტა ხნის წინ ბაიერ ლევერკუზენს 3:0 მოუგო და კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა.
რეკორდმაისტერმა ახალ სეზონში უკვე ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო, ასეთი სტარტი კი ევროპის ტოპ 5 ლიგაში ძალიან, ძალიან იშვიათია.
თავის მხრივ, ასეთივე დამაჯერებელი ვერ არის ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც ამ სეზონში წაგება უკვე მოასწრო, ფრე კი სამჯერ ითამაშა.
სწორედ ამ შეხვედრის წინ, სუპერკომპიუტერი პსჟ-ისა და ბაიერნის შეხვედრაში ფავორიტის სტატუსს სწორედ გერმანულ კლუბს ანიჭებს:
ბაიერნი - 40%
პსჟ - 30%
ფრე - 30%