რამდენიმე საათის წინ, გერმანულ მედიაში მიუნხენის ბაიერნის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ დაიწერა.
უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჰერბერტ ჰაინერი ბაიერნის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ სამი წლით, 2029 წლამდე დარჩება.
ჰაინერი ამბობს, რომ შარშანდელ სეზონში კლუბმა რეკორდული მაჩვენებლის შემოსავალი მიიღო. მისი თქმით, 2024/2025 წლების სეზონში ბაიერნმა 42.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც სეზონურად რეკორდმაისტერის საუკეთესო მაჩვენებელია.
ბაიერნის პრეზიდენტმა იმაზეც ისაუბრა, რომ შარშანდელი წელი კლუბმა ჯამურად 978 მილიონი ევროს შემოსავლით დაასრულა, როცა, მაგალითისთვის, 10 წლის წინ, ამ ნიშნულში კლუბს 300 მილიონით ნაკლები ეწერა.
სხვათა შორის, ჰაინერმა საპრეზიდენტო გამოსვლისას დაიოტ უპამეკანოს ცალკე მიმართა. მისი თქმით, კლუბისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია კიმიხის, დევისისა და მუსიალას კონტრაქტების განახლება, უპამეკანომ კი, ჰანიერის თქმით, საკუთარი კარიერა ასეთივე რელსებზე უნდა გადააწყოს.