L'equipe, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, მაიკლ ოლისეს, ბაიერნის ვინგერის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
პოპულარული გამოცემის მტკიცებით, მაიკლ ოლისე ბაიერნის გასახდელში დიდი პატივისცემით სარგებლობს და ლიდერული ფუნქციებიც სწორედ მას აქვს შეთავსებული:
"ოლისე რეგულარულად ასმენინებს თავის დაწერილ რეპ მუსიკას თავის გუნდელებს, რის გამოც ემოციური ლიდერი გუნდში სწორედ ის არის", - წერს გამოცემა.
სხვათა შორის, ჯონათან ტამ ისიც თქვა, რომ სოც.ქსელის საერთო მიმოწერის ჩატში ოლისე ნამდვილი ლიდერია და გუნდი მის "განკარგულებებს" მიჰყვება.