ძალიან ბევრი ავტორიტეტული გამოცემა საუბრობს ჰარი კეინის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე, რომელიც, არის შანსი, რომ მომდევნო სეზონში განხორციელდეს.
როგორც წერენ, ინგლისელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები უკვე გამართეს რამდენიმე კლუბთან, თუმცა არის თუ არა ამ სიაში ბარსელონაც, ამაზე ჯერჯერობით არ იწერება.
მიუხედავად ამისა, შესაძლო ტრანსფერი გამორიცხული მაინც ვერ იქნება, რადგან, პირველ რიგში, გერმანიაში დარჩენაზე თავს არც ჰარი კეინი დებს, თანაც, ბარსელონას შესაბამისი პირობების შექმნა შეუძლია.
მაგალითისთვის, კეინი ბაიერნში 25 მილიონ ევრომდე შოულობს, ბარსელონას კი ანალოგიური თანხის გადახდა შეუძლია, თანაც მათ უკვე აქვთ ერთი წარმატებული მაგალითი, როდესაც ლევანდოვსკი წაიყვანეს ბაიერნიდან და ვერავინ იტყვის, რომ ტრანსფერი მათთვის წარუმატებელი იყო.
ჰარი კეინის გამოსასყიდი მომდევნო სეზონში 65 მილიონი ევრო იქნება, ასეთ ფორმაში მყოფი ექსტრაკლასის ფორვარდის წაყვანით კი არაერთი გრანდი იქნება დაინტერესებული, რაზე ზრუნვაც ბაიერნმა აქედანვე უნდა დაიწყოს..