ბოლო პერიოდში გერმანიას არც ისე კარგი პერიოდი აქვს ახალგაზრდა ტალანტების შენარჩუნების მხრივ, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც ქენან ილდიზი და თურქეთის ნაკრებია.
დაახლოებით იგივე ელიან 17 წლის ილ გაშის შესახებაც, რომელიც ბაიერნის 19-წლამდე გუნდში თამაშობს და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მოიაზრება.
როგორც გერმანულ მედიაში წერენ, იმის გამო, რომ 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიამ გაში მხოლოდ სარეზერვო გუნდში დატოვა, ის იმედგაცრუებულია და კოსოვოს ნაკრების არჩევას სერიოზულად განიხილავს, რომელიც, თავის მხრივ, გაშის წაყვანაზე აქტიურად მუშაობს.
სხვათა შორის, დაახლოებით იგივე ხდებოდა ალექსანდრ პავლოვიჩის შემთხვევაშიც, რომელსაც გერმანიის ასაკობრივი გუნდები ყურადღებას არ აქცევდნენ და ფეხბურთელიც სერბეთის ნაკრების არჩევასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა ბაიერნში მიღწეულმა წარმატებამ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია დააფიქრა და საბოლოოდ ახალი თაობის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ნახევარმცველმა სწორედ გერმანიის ნაკრები აირჩია.