რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, სადაც ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენი გასვლაზე 2:1 დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
პირველი ნახევარი ვენსან კომპანის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და წინ ორი ბურთითაც გაიჭრა, გოლები კი ლუის დიასმა გაიტანა. თუმცა, ამავე დიასმა ტაიმის ბოლოს წითელი ბარათი მიიღო და მეორე ტაიმისთვის დიდი ინტრიგა შექმნა.
საბოლოოდ მეორე ნახევარში პარიზელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს და ჩემპიონთა ლიგაზე პირველად წააგეს.
რაც შეეხება ბაიერნს, მან სეზონში ზედიზედ მე-15 გამარჯვება მოიპოვა, პარიზში ჩაბარებული მთავარი გამოცდა კი გუნდს ახლა სულ სხვა აღმაფრენას მისცემს!
შეფასებები