მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ლუის დიასმა წითელი ბარათის მიღებით ბაიერნს ძალიან ცუდი საქმე გაუკეთა.
ერთი ისაა, რომ მეორე ტაიმში გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა, როცა პირველ ნახევარში ამას არაფერი მოასწავებდა, მეორე კი ის, რომ ასეთი სიუხეშის აუცილებლობა საჭირო საერთოდ არ იყო.
როგორც გაირკვა, დიასს დისკვალიფიკაცია არ დაუმძიმეს, რის გამოც კოლუმბიელი ვინგერი ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 1 შეხვედრას გამოტოვებს.
თუმცა, ეს ერთი შეხვედრა ბაიერნს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ორგანიზებულ გუნდთან, არსენალთან უწევს, თანაც ინგლისში, სადაც გუნდს დიასის დანაკლისი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.