Bild: "უპამეკანოზე რაც დაიწერა ყველაფერი ტყუილია"

Bild: "უპამეკანოზე რაც დაიწერა ყველაფერი ტყუილია"

გუშინ Foot Mercato-მ დაწერა, რომ დაიოტ უპამეკანოს მადრიდის რეალთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა მიღწეული, რაც ფრანგ მცველს სამეფო კლუბთან ძალიან აახლოებდა.

ყოველივე ეს უარყო გერმანულმა Bild-მა, რომელსაც საპირისპირო ინფორმაცია აქვს:

"რეალს უპამეკანოსთან შეთანხმებას არ მიუღწევია. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კონტაქტი არსებობს, შეთანხმებისგან ისინი ძალიან შორს არიან. კონტრაქტის განახლების ოფცია უპამეკანოს ბაიერნში ისევ აქვს და მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს."

"ბაიერნს სურს, რომ ფრანგი მცველის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ახალ წლამდე მიიღოს და თუ ეს არ მოხდა, 2026 წლიდან უპამეკანოს ოფიციალურად ექნება უფლება, რომ სხვა კლუბებთან დაიწყოს მოლაპარაკებები", - დაწერა გერმანულმა გამოცემამ.


6-11-2025, 13:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2