სრულიად მოულოდნელად, მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ბუნდესლიგის სიყვარულზე ალაპარაკდა და თქვა, რომ გერმანიის ჩემპიონატი ძალიან ენატრება:
"ბუნდესლიგა მენატრება. ბაიერნში ძალიან ბედნიერი ვიყავი. მათთან დაუჯერებელი მოგონებები მაკავშირებს. იქ ძალიან კარგი ხალხი გავიცანი. მიუნხენს კვლავ ვსტუმრობ, როცა ამის შესაძლებლობა მიჩნდება. ეს შესანიშნავი ქალაქია, ბუნდესლიგა კი ტოპ ლიგაა, რომელსაც ფეხბურთისადმი დიდი პატივისცემა აქვს", - ამბობს პეპი.
ზოგიერთი გამოცემა ვარაუდობს, რომ ადრე თუ გვიან გვარდიოლა გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნდება, რადგან სწორედ ბუნდესლიგაა ერთადერთი ლიგა, საიდანაც პეპმა ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა.