დღევანდელი შეხვედრა უნიონ ბერლინის წინააღმდეგ მანუელ ნოიერს კარგი ნამდვილად არ ჰქონია, რაც მის მიერ დაშვებულ შეცდომაში და მიღებულ გოლში გამოჩნდა.
მატჩის შემდეგ 39 წლის მეკარის მიმართ მედია კრიტიკული იყო, თუმცა ვენსან კომპანიმ თავისი ფეხბურთელი დაიცვა და ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცა:
"ნოიერის შეცდომა? და რა, რას ელით, რის მოსმენას ელით ჩემგან? ელით, რომ გუნდის ნომერ პირველ მეკარეზე რამეს ვიტყვი? რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცევი. ფეხბურთი გუნდური თამაშია. როდესაც გოლს გიტანენ, იქამდე საკმაოდ ბევრი რამ ხდება, რაც ყურადღების მიქცევას ზუსტად ასევე იმსახურებს", - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ უნიონ ბერლინსა და ბაიერნს შორის მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და ბაიერნის 16-მატჩიანი მოგებათა სერიაც ოფიციალურად შეწყდა.