დღევანდელმა ფრემ და მოგებათა სერიის დასრულებამ, ბაიერნის გულშემატკივრები ერთ მოთხოვნაზე შეაჯერა, რის გარშემოც ისინი ერთსულოვნები არიან.
"როტაცია თითქმის არ არის, ასე თუ გაგრძელდა, სეზონის ბოლოს გუნდი თავიდან ბოლომდე ჩამოიშლება", - წერენ ბაიერნის გულშემატკივრები, რომლებიც ამბობენ, რომ უნიონთან გუნდი დღეს საშინლად გამოფიტული ჩანდა.
მართლაც, კომპანი თითქმის არასდროს ცვლის საკვანძო მოთამაშეებს, თუნდაც სათასო შეხვედრაში, მაშინ როცა ძალების თანაბრად გადანაწილება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ამან შეიძლება ლოგიკურად დააყენოს დღის წესრიგში ტრანსფერების საკითხიც და ზამთარში გუნდს რამდენიმე ახალი მოთამაშის დამატება მოუხდეს.