ბოლო დღეებში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალში კმაყოფილი არ არის და კლუბიდან წასვლა სურს.
როგორც ამბობენ, ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე გრანდს შესთავაზეს კიდეც, ერთ-ერთი კი მიუნხენის ბაიერნი გახლავთ.
მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიერნმა ვინისიუსის ტრანსფერი განიხილოს, რადგან ამავე პოზიციაზე ახლახანს კლუბმა ლუის დიასი დაიმატა, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება.
ზოგი იმასაც წერს, რომ რეალს ოლისეში ვინისიუსის გაცვლის იდეაც აქვს, მაგრამ ეს იმაზე მეტად უტოპიურად ჟღერს, ვიდრე მისი წინამორბედი.