ნოემბრის სანაკრებო მატჩების წინ, ნაგელსმანს მეკარის პოზიციაზე ჰკითხეს, მან კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე შემდეგი რამ თქვა:
"გასულ კვირას მასთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა. ის ახლა კარგად ირჯება, თავს კარგად გრძნობს და ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს არის. ვფიქრობ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იოლი არასდროს არის. მისთვის არ მითქვამს, რომ აუცილებლად ტოპ კლუბში თამაში სჭირდება, თუმცა ზოგადი სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია."
"სიტუაცია იოლი არ არის და უნდა ვნახოთ თუ რამდენად მზადაა ის ნაკრებში სათამაშოდ. მარკი ძალიან კარგი მეკარეა და მას ვენდობი. ვნახოთ თუ რა მოხდება მომავალში", - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ მეკარის პოზიციაზე გერმანიის მწვრთნელმა ნოა ატუბოლუ, ოლივერ ბაუმანი, ფინ დამენი და ალექსანდრ ნიუბელი გამოიძახა.