"ასე რომ იყოს, ნაკრებში მოხვედრაც კი გაუჭირდებოდა" - ნაგელსმანის გაფრთხილება სანეს

"ასე რომ იყოს, ნაკრებში მოხვედრაც კი გაუჭირდებოდა" - ნაგელსმანის გაფრთხილება სანეს

ლეროი სანე, რომელიც იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებში დააბრუნა, როგორც ჩანს, მთავარ მწვრთნელს თავისი თამაშით ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს.

ამის შესახებ ნაგელსმანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ღიად თქვა, რომ სანეს პროფილის მქონე ფეხბურთელების მრავალფეროვნების შემთხვევაში ლეროის ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებოდა:

"ის ჯერ კიდევ არ აჩვენებს იმ ციფრებს, რასაც მისგან ველი. მისი მსგავსი პროფილის მოთამაშე 6-7 რომ გვყავდეს, მაშინ სანესთვის ნაკრებში მოხვედრა იოლი არ იქნებოდა. მან ძალიან კარგად იცის თუ რას ვითხოვ მისგან. მას ბევრი შანსი აღარ დარჩა, რომ ნაკრებში საკუთარი ძალები დაამტკიცოს, რაც ღიად ვუთხარი კიდეც. მან უბრალოდ ყველაფერი უნდა გაიღოს საამისოდ, რადგან ამის გაკეთების ძალა შესწევს. სანე ჩემპიონთა და სუპერ ლიგაში განვითარდა, მაგრამ მისგან კიდევ უფრო მეტს ვითხოვ", - თქვა ნაგელსმანმა.

29 წლის ფეხბურთელს გალათასარაის მაისურით ამ სეზონში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


10-11-2025, 18:55
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2