პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა - წაიყვანს თუ არა ნაგელსმანი კარლს მსოფლიოზე

პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა - წაიყვანს თუ არა ნაგელსმანი კარლს მსოფლიოზე

ლენარტ კარლი იულიან ნაგელსმანის განაცხადს მიღმა დარჩა და როგორც ჩანს, გერმანიის მწვრთნელი არც აპირებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს.

აი, რა თქვა ნაგელსმანმა კარლის ნაკრებში გამოძახებაზე:

"ზოგადად ვამბობ, არასდროს ვყოფილვარ იმის მომხრე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან დიდი შექება და ყურადღება მიეღოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებთან გამჭვირვალე ურთიერთობა მქონდეს."

"ჩვენ ბევრი გარემარბი არ გვყავს ისეთი, რომელიც ბურთთან კომფორტულად იქნება და ფრთიდან სიღრმეში შესვლა კლასიკურად შეეძლება. ლენარტი ახლა ბაიერნში კარგად გამოიყურება, თუმცა ჯერ 21-წლამდელებში უნდა დაამტკიცოს თავისი ძალები. მას შეუძლია, რომ იქ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, რაც ბაიერნის ფეხბურთელების ამბიციას უნდა წარმოადგენდეს."

"ამ მომენტისთვის მას სჭირდება, რომ ბუნდესლიგაში მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ამ ეტაპზე კი საუბარი ნაადრევია", - ამბობს ნაგელსმანი.


10-11-2025, 21:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2