ლუის დიასი, რომელიც ლივერპულიდან ბაიერნში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოვიდა, ამ ეტაპზე ძალიან კარგად გამოიყურება და გუნდის შეტევის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.
თავდაპირველად დიასზე დიდი ღლიცინი ატყდა, რომ ამხელა თანხა ბაიერნმა ტყუილად გაფლანგა, ლივერპულის სასკაუტე სისტემამ კი შესანიშნავად იმუშავა, მაშინ როცა 11 ნოემბრის შედეგებით სიტუაცია 180 გრადუსითაა შეტრიალებული.
მაგალითად, ლივერპულმა შემტევების ტრანსფერებში 365 მილიონი ევრო დახარჯა (ვირცი, ისაკი და ეკიტიკე), რომლებსაც ჯამში 7 გოლი აქვთ გატანილი, დიასმა კი ამ დრომდე ბაიერნის მაისურით მეტოქის კარი 11-ჯერ აიღო.
ჰოდა, დასაცინ სამიზნედ შერაცხული ბაიერნი ახლა სხვა სიტუაციაშია, ეს პირვანდელი სტატუსი კი, როგორც ჩანს, ლივერპულს უფრო შეეფერება.