ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ მიუნხენის ბაიერნის სკაუტი ბერლინის ჰერტას 16 წლის ტალანტის თამაშზე გაგზავნეს.
საქმე ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს, კენეტ ეიხჰორნს ეხება, რომელსაც ბაიერნთან ერთად ლაიფციგიც და დორტმუნდიც აკვირდებიან.
როგორც წყარო იტყობინება, ეიხჰორნის გამოსასყიდი თანხა მომდევნო ზაფხულიდან გააქტიურდება, რომელიც 10-12 მილიონი ევროს ფარგლებში იტრიალებს.
კენეტ ეიხჰორნი პოზიციით ნახევარმცველია და გერმანულ მედიაში ის ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ ტალანტად არის მოაზრებული.