Bild-ის ინფორმაციით, საკმაოდ შემცირდა იმის შანსი, რომ ნიკო შლოტერბეკმა დორტმუნდის ბორუსიასთან ხელშეკრულება განაახლოს, ამით კი ბაიერნს შეუძლია სარგებლობა.
პირველ რიგში, შლოტერბეკს ის არ მოსწონს, რომ დორტმუნდში ტიტულების მოგების შანსი ძალიან დაბალია, ბაიერნში კი ყველაფერი პირიქითაა. გარდა ამისა, ნიკოს არც კოვაჩის პრაგმატული სათამაშო სტილი მოსწონს, რაც ბაიერნში ასევე გამოსწორებადია.
კიდევ ერთი მიზეზი ხელფასის საკითხია. შლოტერბეკმა ზუსტად იცის, რომ მის 10 მილიონს ბაიერნი იოლად გადაიხდის, შესაბამისად, ნერვიულობა ფეხბურთელს არც ფინანსურ საკითხზე უწევს.
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-მა ნიკო შლოტერბეკის ბაიერნში ტრანსფერი დაახლოებით 40%-იანი შანსით შეაფასა.