Sport1-თან საუბრისას ტონი კროოსმა მიუნხენის ბაიერნი განიხილა და ივარაუდა თუ როგორი სეზონი ექნება ვენსან კომპანის გუნდს:
"სინამდვილეში საერთოდ არ მიკვირს, რომ ბაიერნი ამ სეზონში კარგად გამოიყურება. ერთი მხრივ, ისინი თავად თამაშობენ შთამბეჭდავად და მეორე მხრივ, ბუნდესლიგაში სერიოზული კონკურენტი არც ჰყავთ."
"ლევერკუზენმა სრული გარდასახვა განიცადა. დორტმუნდი, როგორც წესი, სტაბილური არ არის ხოლმე, ლაიფციგი კი ბაიერნის კონკურენტი უბრალოდ არ არის."
"ყველასთვის ცხადია თუ რა მოხდება ამ სეზონში. ბაიერნი კარგად გამოიყურება, რაც ჩემპიონთა ლიგაზეც ჩანს, თუმცა შიდა ჩემპიონატში მათ ამაღელვებელი წელი არ ექნებათ, რადგან კონკურენტი არავინაა", - თქვა კროოსმა.