ხვალინდელი მატჩის წინ, სადაც საფრანგეთი უკრაინას მასპინძლობს, კილიან მბაპეს დაიოტ უპამეკანოს შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"უპამეკანო დიდ კლუბში თამაშობს და მეტი დიდი კლუბი ბევრი არ არსებობს, თუმცა რამდენიმე კი არის. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მისი წაყვანა ყველას სურს. მსოფლიოში ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია", - ამბობს მბაპე.
მადრიდის რეალი ერთ-ერთი კლუბია, რომელიც უპამეკანოს სიტუაციას აკვირდება, ზოგიერთი წყარო კი იმასაც წერს, რომ რეალის ფრანგი ფეხბურთელები დაიოტის დარწმუნებას და მის მადრიდში მიპატიჟეაბს ეცდებიან.