რამდენიმე დღის წინ, Bild-მა დაწერა, რომ ბაიერნი ნიკოლას ჯექსონის გაშვებას ზამთარშივე აპირებდა, თუმცა ახლანდელი ცნობებით, სიტუაცია შეცვლილია.
როგორც ირკვევა, ბაიერნი არ აპირებს, რომ ფეხბურთელი ჩელსიდან პერმანენტულად გამოისყიდოს, მაგრამ არც ის იგეგმება, რომ ლონდონში ახლავე დააბრუნონ.
ჯექსონმა ბაიერნში მოსვლის შემდეგ 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, შიდა სამზარეულოდან გამოსული ხმები კი ამბობენ, რომ გუნდთან ინტეგრაცია სენეგალელმა ფორვარდმა კარგად ვერც მოახერხა.
აფრიკელი თავდამსხმელი შეტევის თითქმის ბოლო არჩევანია და მუსიალას დაბრუნების შემდეგ, ჯექსონისკენ კომპანი საერთოდაც ბოლოს გაიხედავს.
ამდენად, მისი გამოსყიდვა პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ, ინფორმაცია, რომ მის გაშვებას ზამთარშივე გეგმავდნენ, მცდარი გამოდგა.