Kicker-ის ინფორმაციით, გარკვეული ხნის წინ, ბაიერნს დაიოტ უპამეკანოსთან შეთანხმებას უკვე მიღწეული ჰქონდა, თუმცა საბოლოო დასტური არ შედგა და უპამეკანომაც პირობები შეცვალა.
როგორც წყარო წერს, ამის მიზეზი ჯამალ მუსიალა, იოზუა კიმიხი და ალფონსო დევისი არიან, რომლებისთვისაც მიცემულმა პირობებმა და განახლებულმა კონტრაქტმა უპამეკანოს სიტუაცია სხვანაირად დაანახა.
გამოდის, უპამეკანო ადრე იმდენს არ ითხოვდა, როგორც ახლა ითხოვს, თუმცა გუნდელების სიტუაციის გააზრებამ ფრანგი მცველი სხვა რელსებზე დააყენა.
ახლა უპამეკანოს არგუმენტად დანარჩენი სამეულის განახლებული კონტრაქტი მოჰყავს, ბაიერნს კი ორი არჩევანი აქვს: პირველი, მათ უნდა უთხრან დაიოტს, რომ აღნიშნული სამეულის დონეზე არ განიხილავენ, ან ფეხბურთელის მოთხოვნები მიიღონ და სამეული ოთხეულად აქციონ.