დაიოტ უპამეკანო, რომელიც ბაიერნში ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს შოულობს, როგორც ჩანს, თავის მოთხოვნას მიაღწევს და შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა ექნება.
Bild-მა ახლახანს დაწერა, რომ ბაიერნს წინადადების შეთავაზების სამი ვარიანტი აქვს, ესენია:
1. 17 მილიონი + 3 მილიონი ბონუსებით;
2. 18 მილიონი + 2 მილიონი ბონუსებით;
3. 16 მილიონი + 3 მილიონი ბონუსებით;
გამოცემის ინფორმაციით, მთავარი პრობლემა სატრანსფერო გადასახადია, რომელსაც უპამეკანო ცალკე ითხოვს.
ამდენად, ბაიერნის ხელმძღვანელობა ხელფასის თემაზე ჩამოყალიბდა, თუმცა სატრანსფერო გადასახადის თემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელი ჩანს.