40 სასტარტოობის საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, ნიკოლას ჯექსონს ლონდონის ჩელსიში დაბრუნება არ სურს და იმედოვნებს, რომ ბაიერნი მას გამოისყიდის.
ახლანდელი მონაცემებით, ბაიერნს მასში 65 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბმა სენეგალელი ფეხბურთელი გამოისყიდოს.
გამოდის, რომ ჩელსიმ და ბაიერნმა ჯექსონისთვის ახალი კლუბი უნდა მონახონ, ან თავდამსხმელი კვლავ პრემიერ ლიგაში უნდა დააბრუნონ, რაც მის სურვილს ეწინააღმდეგება.
იყო ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჩელსი გამოსასყიდს დაუწევდა, რათა ბაიერნს ტრანსფერზე უფრო ეფიქრა, მაგრამ ეს ინფორმაცია სანდო წყაროების მხრიდან არ დასტურდება.