იოზუა კიმიხი, რომელმაც ლუქსემბურგთან შეხვედრა გამოტოვა, არის დიდი შანსი, რომ არც სლოვაკეთის წინააღმდეგ არ იყოს.
აღნიშნულის შესახებ ნაგელსმანი საუბრობს:
"სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ის ძალიან ამბიციურია, მაგრამ უნდა ვნახოთ თუ რის გაკეთებას შეძლებს. მისი მოედანზე ყოფნა ძალიან ბევრ კარგს მოგვცემდა", - ამბობს ნაგელსმანი.
ვარაუდობენ, რომ კიმიხი სლოვაკეთთან ძირითადში არ იქნება, არადა გერმანიასაც და სლოვაკეთსაც 12-12 ქულა აქვთ, წაგების შემთხვევაში კი ნაგელსმანის გუნდი პირველ პოზიციას დაკარგავს.