ევროპაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასასრულს უახლოვდება და ნელ-ნელა ირკვევა თუ რომელი მოთამაშეები მოხვდებიან მუნდიალზე ბაიერნიდან.
ამ ეტაპისთვის უდიდესი ფორუმის საგზური რეკორდმაისტერის შვიდ ფეხბურთელს აქვს მოპოვებული, ესენია: დაიოტ უპამეკანო, მაიკლ ოლისე, კიმ მინ-ჯე, იოსიპ სტანისიჩი, ლუის დიასი, ნიკოლას ჯექსონი და ჰარი კეინი.
იმედი დავიტოვოთ, რომ 17 ნოემბერს გერმანია სლოვაკეთს დაამარცხებს და მსოფლიო ჩემპიონატს ბაიერნის ძირითადი ბირთვიც შეუერთდება.