ჰარი კეინს ჰკითხეს თუ რამდენად საუბრობს ბაიერნში თანაგუნდელებთან მსოფლიოს ჩემპიონატზე და ვის თვლის ის მუნდიალის მოგების მთავარ ფავორიტებად.
კითხვაზე კეინის პასუხი ასეთი იყო:
"აუცილებლად სახსენებელია საფრანგეთი. ამაზე მე და ოლისე ბევრს ვსაუბრობთ, ასევე უპამეკანოც. აგრეთვე, უნდა ვახსენო გერმანიაც, მათ შორს გასვლა ენდომებათ. ჩვენს შორის ჯანსაღი კონკურენციაა და ეს კარგია. მათთან ამაზე ხშირად ვხუმრობ, განსაკუთრებით ოლისესთან, რისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ", - თქვა კეინმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისი და საფრანგეთი მუნდიალზე უკვე კვალიფიცირდნენ, გერმანიას კი 17-ში ელის ბოლო შეხვედრა.