ნიკ ვოლტემადეს ჰკითხეს თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ბაიერნის ფეხბურთელებს მისი ნიუკასლში ტრანსფერის შესახებ:
"როდესაც ნაკრებში მივედი, ყველამ მომილოცა ნიუკასლში ტრანსფერი. ასევე მოიქცნენ ბაიერნის ფეხბურთელებიც. როცა ისინი ხედავენ, რომ ფეხბურთელი წინ დგამს ნაბიჯს, მოდიან და გილოცავენ. სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. არცერთი ნეგატიური კომენტარი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამბავი განსხვავებული და სპეციფიკური იყო", - თქვა ვოლტემადემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკ ვოლტემადემ ლუქსემბურგს 2 გოლი გაუტანა, მისი კარგი თამაში კი გუნდს სლოვაკეთთან აუცილებლად დასჭირდება.