გერმანიის ნაკრები ხვალ სლოვაკეთს მასპინძლობს და ქულის აღების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატზე კვალიფიცირდება.
ნაგელსმანი ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ოდნავი ნერვიულობა ნორმალური რამაა:
"გვექნება გეგმა და გუნდს კარგად მოვამზადებთ. ფეხბურთელები ფოკუსირებულები და მიზანდასახულები არიან, რომ ხვალ გამარჯვება მოვიპოვოთ. ასეთ დროს ოდნავი ნერვიულობა ნორმალურია. სიტუაცია ახლა ასე დგას. კარგი იქნებოდა, რომ სლოვაკეთში მოგვეგო, მაგრამ ახლა ასეა. ყველა ველით, რომ ხვალ კარგ თამაშს ჩავატარებთ და სამ ქულასაც ავიღებთ", - თქვა გერმანიის მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ წაგების შემთხვევაში გერმანია პირველ ადგილს დაკარგავს.