სანაკრებო პაუზისას საფრანგეთის ნაკრების მცველს, იბრაჰიმა კონატეს ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს, რაზეც მას შემდეგი პასუხი ჰქონდა:
"ჰო, ამის შესახებ ბევრი წავიკითხე მედიაში. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი თუ საიდან ჩნდება ასეთი სიახლეები. სინამდვილეში ჩემი აგენტი ლივერპულთან აგრძელებს მოლაპარაკებებს. იმედი მაქვს, რომ ჩემს შესახებ გადაწყვეტილება მალევე იქნება მიღებული და მის გამოცხადებასაც შევძლებ", - თქვა კონატემ.
როგორც ჩანს, ბაიერნის სატრანსფერო სიაში კონატე არც არასდროს ყოფილა, არადა ბევრგან დაწერეს, რომ რეკორდმაისტერი ფრანგი მცველის შეძენას ეცდებოდა.