ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მიუნხენის ბაიერნმა საშა ბოეი ტურინის იუვენტუსს კიდევ ერთხელ შესთავაზა მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებმა ტრანსფერი ერთხელ უკვე დაბლოკეს.
საქმე ისაა, რომ მას შემდეგ იუვენტუსში სპორტული დირექცია შეცვლილია, შესაბამისად, ბაიერნში ელიან, რომ ამჯერად ტურინიდან თანხმობას მიიღებენ.
თავის მხრივ, კლუბიდან წასვლაზე უარს არც ბოეი ამბობს, რომელსაც სათამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვს, რის გამოც გუნდის გამოცვლა მისთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს.
25 წლის ფეხბურთელს ბაიერნთან კონტრაქტი 2028 წელს ეწურება, მისი ამჟამინდელი ფასი კი 17 მილიონი ევროა.