მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდა, ფილიპ ლამი ხსნის თუ სად ხედავს იოზუა კიმიხს იდეალურ შემთხვევაში:
"იოზუა კიმიხმა დაამტკიცა, რომ მას ორივე პოზიციაზე უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. აგრეთვე, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ფეხბურთელების რა კონტიგენტია ხელმისაწვდომი."
"გულწრფელად რომ გითხრათ, მე მას 8-იანის პოზიციაზე ვათამაშებდი, რომელსაც გვერდით კარგი 6-იანი ეყოლებოდა. სწორედ ეს იქნებოდა კიმიხისთვის იდეალური პოზიცია", - თქვა ლამმა.