მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტი, ოლაფ ტონი ლენარტ კარლს ახალგაზრდა ლიონელ მესის ადარებს:
"თავისი სპეციფიკური სათამაშო სტილის გამო, ლენარტ კარლი ახალგაზრდა ლიონელ მესის მაგონებს. ჯერ არ ვიცით გამოუვა თუ არა მესის მსგავსად თამაში, თუმცა დასაწყისი უკვე არსებობს", - ამბობს ტონი.
სხვათა შორის, კარლს თავადაც აქვს ნათქვამი, რომ მესი მისი კერპია, ტონის ეს შედარება კი ბაიერნის ტალანტს ძალიან ესიამოვნებოდა.