ფრაიბურგთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვენსან კომპანის შეკითხვა ლუის დიასის დისკვალიფიკაციის შესახებ დაუსვეს.
როგორც გახსოვთ, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი პსჟ-ის წინააღმდეგ მიიღო და როგორც მინიმუმ, არსენალთან თამაშის გამოტოვება მოუწევს.
კომპანის თქმით, არსენალთან მატჩი იქნება ერთადერთი, რომლის გამოტოვებაც ბაიერნის ვინგერს მოუწევს:
"ჩემი ინფორმაციით, ის მხოლოდ ერთი მატჩით არის დისკვალიფიცირებული. არ ვიცი ეს სად განიხილება, მაგრამ გამიკვირდება და იმედგაცრუებული ვიქნები თუ ჩემი ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდება", - თქვა კომპანიმ.