კრისტოფ ფროინდს კიდევ ერთხელ ჰკითხეს თუ როგორ მიდის საქმე დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტთან დაკავშირებით, რის შესახებაც ფროინდს საკმაოდ მშვიდი პასუხი ჰქონდა.
როგორც ირკვევა, ბაიერნის სპორტული დირექცია არ ნერვიულობს იმის შესახებ, რომ ფრანგ მცველს წინადადებები რეალიდან და პარი სენ-ჟერმენიდანაც აქვს:
"კარგი დისკუსიები და ჩვენი გეგმები გვაქვს. ვიცით თუ ვისი კონტრაქტი იწურება ყველაზე მალე. სულ მალე კიდევ ერთი სატრანსფერო ფაზა დაიწყება და ამისთვის მზად ვართ. ნერვიულობით საერთოდ არ ვნერვიულობთ. ჩვენს ფეხბურთელებთან კარგი საუბრები გვაქვს და მშვიდად გვაქვს."
"უპამეკანო? - არ ვნერვიულობთ იმაზე, რომ მას იანვრიდან სხვა კლუბებთან შეეძლება საუბრის დაწყება. მშვიდად ვართ და მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ", - თქვა ფროინდმა.