დღეს, ალიანც არენაზე მიუნხენის ბაიერნი ფრაიბურგს მიიღებს და შეეცდება, რომ ბუნდესლიგაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს.
აღსანიშნავია, რომ ვენსან კომპანის გუნდმა შიდა ჩემპიონატის ბოლო 18 შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლო, ამაზე უკეთესი შედეგი კი ისევ ბაიერნს, 2013/2014 წლების სეზონში აქვს დაფიქსირებული.
მაშინ გერმანულმა კლუბმა ამის გაკეთება ზედიზედ 20-ჯერ შეძლო, ახლანდელი ფორმაციის ბაიერნს კი რეკორდის განმეორებისთვის კიდევ ორი მატჩი სჭირდება, სადაც მინიმუმ 2 გოლს გაიტანს.
ფრაიბურგის მერე ბაიერნი ბუნდესლიგაში სანკტ პაულის ხვდება, შესაბამისად, ამ რეკორდის განმეორების შანსი საკმაოდ მაღალია.