მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
რეკორდმაისტერის ყოფილი მოთამაშე თვლის, რომ საკმაოდ კარგი იქნებოდა თუ მიუნხენის ბაიერნი ანჯელო შტილერის დამატებას შეეცდებოდა:
"ანჯელო შტილერი ძალიან საინტერესო და გამორჩეული ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, მას დიდი სიამოვნებით ვნახავდი ბაიერნის მაისურით", - თქვა შვაინშტაიგერმა.
24 წლის ანჯელო შტილერი შტუტგარტის კიდევ ერთი საგანძურია. თუ მათ ვოლტემადეში 100 მილიონ ევრომდე მოითხოვეს, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლებს არც შტილერში მოითხოვენ.